თბილისში სერბეთის საპატიო საკონსულო გაიხსნება
თბილისში სერბეთის საპატიო საკონსულო გაიხსნება

თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება.

საკონსულო დაწესებულების ამოქმედებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერა. საკონსულო თბილისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს.

საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დამყარდა. მიმდინარე წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. მომავალში სერბეთში საქართველოს საელჩოს გახსნაც იგეგმება.