თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია
თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია

ტექნიკური მიზეზების გამო, დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა განუცხადა.

ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, მანამდე შერჩეულ ლოკაციებზე წყალთან და სხვა კომუნიკაციებთან მიერთების კუთხით ხარვეზები აღმოჩნდა.

მისი თქმით, შესაბამისად კომპანიას პრობლემები შეექმნა.

სააგენტოს უფროსის განცხადებით,  ახალი ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობის ბოლო ვადა 31 ივლისია.

„დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით აუქციონი 3 მაისს გამოცხადდა და 16 მაისს დასრულდა. აუქციონში გაიმარჯვა შპს „კონსალტინგ გრუპ“-მა, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 31 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში რეტერატები განთავსებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ვადამ გადაიწია 2018 წლის 31 ივლისამდე. კერძოდ, ადგილმდებარეობაზე, რომლიც მანამდე შერჩეული იყო აღმოჩნდა ხარვეზები წყალთან და სხვა კომუნიკაციებთან მიერთების კუთხით , შესაბამისად კომპანიას შექმნა პრობლემები და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხა ამ ვადაში საპირფარეშოების განთავსება 30 ლოკაციაზე . კომპანიის მიმართ ჯარიმის დაკისრება არ განხორციელებულა , ვინაიდან თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით მიზეზები, რომელსაც მიუთითებდა, არ იყო გამოწვეული მისი ქმედებით . 31 ივლისი არის ბოლო ვადა, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ადრეც დასრულდეს 3 თვის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით კომპანია მუშაობს, შეკვეთილი აქვს 30-ვე ობიექტისთვის საჭირო მასალები და რამდენიმე თვეში უკვე დაიწყებს განთავსებას“,  – განუცხადა ირაკლი თავართქილაძემ პირველ არხს.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე გადახდა შესაძლებელი იქნება სპეციალურ ბარათებით, მათ შორის მეტრომანითაც . ღირებულება 50 თეთრი იქნება.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები 30 ლოკაციაზე უნდა განთავსდეს, მათ შორის მეტრო „დიდუბესთან“, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, სააკაძის მოედანზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ტბის მიმდებარედ და სხვა.

 

დატოვე კომენტარი