თბილისში სავარაუდოდ, გრიპის გართულებით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

16:43, 11.01.2019

თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ,  გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა.

ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი