თბილისში საუდის არაბეთის პრინცის შვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
თბილისში საუდის არაბეთის პრინცის შვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საუდის არაბეთის პრინცის შვილის, ჰალლა ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

ჰალლა ბიმთ ხალიდის ექსპოზიცია რეტროსპექტული ტიპის არის და დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, ხელოვანის მიერ მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შექმნილი ნამუშევრები იხილოს.

გამოფენის პირველი ნაწილში ბინთ ხალიდის დიდ ტილოებზე შესრულებული ადრეული პერიოდის ის ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც ახლოს არის საუდის არაბეთის მემკვიდრეობასთან და აკადემიურ მხატვრობასთან.

გამოფენის მეორე ნაწილი ხელოვანის მიერ შესრულებულ იმ ცნობილი წიგნების ილუსტრაციებს დაეთმო, რომლებმაც მას, როგორც ბავშვთა წიგნების ილუსტრატორს გაუთქვა სახელი და 1997 წელს მის მიერ გამომცემლობის დაარსებას შეუწყო ხელი.

ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენა თბილისში, იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენაზე 150-ზე მეტი ნახატია წარმოდგენილი.