თბილისში საქველმოქმედო აქცია „ყოველ ბავშვს სრულფასოვანი კვება“ გაიმართა

16:15, 15.12.2017

სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და ორგანიზაცია „გენმა ქართულმა“ საქველმოქმედო აქცია „ყოველ ბავშვს სრულფასოვანი კვება“ გამართა.

აქცია იმ მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად გაიმართა, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ჰყავთ.

საქველმოქმედო აქცია ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ათ ბავშვს, 6 თვიდან 2-წლამდე საკვები და მოვლის საშუალებები გადაეცათ. ამასთან, თითოეულმა მათგანმა მიიღო უფასო კონსულტაცია ექიმი პედიატრ და ექიმ ნუტრიციოლოგისგან.

მსგავსი