თბილისში, საქნავთობის დასახლებაში ხანძარია

19:28, 08.02.2019

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩნდა.

მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი