თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალ მოჭადრაკეთა შორის მატჩტურნირი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალ მოჭადრაკეთა შორის მატჩტურნირი დაიწყო #1TVSPORT

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის, საქართველოს ქალთა ნაკრებისა და ევროპის 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩტურნირი.

ასპარეზობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის – ფიდე-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ლიდერთა შეხვედრაში პირველი სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა გააკეთა.

მატჩტურნირის პირველი სათამაშო დღე ყაიმით დასრულდა:

მამადზადა გუნაი (2449) – ბელა ხოტენაშვილი (2464) – 0:1

ულვია ფატალიევა (2384) – მერი არაბიძე (2461) – 0:1

გოვარ ბეიდულაიევა (2374) – ნინო ბაციაშვილი (2447) – 1:0

გულნარ მამადოვა (2351) – ლელა ჯავახიშვილი (2438) – 1/2:1/2

ხანიმ ბალაიევა (2350) – სალომე მელია (2355)  – 1:0