თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გადამცემი სისტემების ოპერატორების (სსე, AZERENERJI და CО ЕЭС) ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ელექტროსისტემის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა სამი ქვეყნის გამაერთიანებელი ელექტროენერგეტიკული რგოლის შეკვრის შესაძლებლობების შესწავლის საკითხები.

„გადამცემი სისტემების ოპერატორებმა დაგეგმეს კოორდინირებული ნაბიჯები ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების კუთხით, განიხილეს ელექტროენერგიის გადადინების რეგულირების მექანიზმები და პარალელურ რეჟიმში მუშაობის ტექნიკური დეტალები. გაერთიანებული ელექტროენერგეტიკული რგოლი მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემების მდგრადობას, გაზრდის ელექტროენერგიის ხარისხს, საიმედოობას და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობებს“, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.

დატოვე კომენტარი