თბილისში საქართველო-ყაზახეთის სარკინიგზო თანამშრომლობაზე იმსჯელეს
თბილისში საქართველო-ყაზახეთის სარკინიგზო თანამშრომლობაზე იმსჯელეს

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ „ყაზახეთის რკინიგზების ნაციონალური კომპანიის“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების გზებზე, ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებზე, მომსახურების გაუმჯობესებასა და აღნიშნული დერეფნის მარშრუტის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაზე იმსჯელეს.