თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობას, ასევე – ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით კონცეფციაზე – „მწვანე ეკონომიკა“, რომელიც ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღებასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოში „ყაზახინვესტის“ წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა, რაც ქვეყანაში მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი