თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

11:13, 01.07.2026

თბილისში საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა გახსნეს.

ბიზნესფორუმს უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორებიდან. საქართველოდან ფორუმში 250-მდე კომპანია მონაწილეობს.

ბიზნესფორუმზე გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის დასკვნით ნაწილში, B2B შეხვედრები გაიმართება.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო.

მსგავსი