თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება.

ბიზნესფორუმში საკვები პროდუქტების – ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავისა და ჩაის მწარმოებელი 23 უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე ბიზნესურთიერთობების არეალი გააფართოონ.

ბიზნესფორუმი EU4Business-EBRD-ის, ასევე უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით იმართება.