თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობა გამართეს და შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას.
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მოეწყო „მრავალფეროვნების მარში“, ასევე პედაგოგების მსვლელობა გაიმართა საქართველოს განათლების სამინისტროსთან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.