თბილისში საპენსიო სააგენტოს ოფისი, ასევე ცხელი ხაზი ამოქმედდა
თბილისში საპენსიო სააგენტოს ოფისი, ასევე ცხელი ხაზი ამოქმედდა

საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში ამოქმედდა. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე  – 2197676.

ოფისში და ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

დამსაქმებლებს კი, შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge. კანონით დადგენილი საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის ეს აუცილებელია.

საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიტზე 130-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებულია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.