თბილისში, სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ექვსი ადამიანი
თბილისში, სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა.
ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა ექვსივე დაშავებული კონტაქტური გამოიყვანეს. მათივე ცნობით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე უწევენ დახმარებას.