თბილისში სამი ქართველი ხელოვანის გამოფენა „თბილისი დროში" გაიმართება
თბილისში სამი ქართველი ხელოვანის გამოფენა „თბილისი დროში" გაიმართება

თბილისში ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით – “თბილისი დროში” გაიმართება. სამი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის ნამშევრები 10 მარტიდან Steinway & Sons Georgia–ს „შოუ–რუმში“ გამოიფინება. ექსპოზიციაში მონაწილეობას მოქანდაკე და არტისტი არჩილ თაბაგარი, თანამედროვე არტისტი ივა მარტაშვილი და მხატვარი მარიამ ყანდიაშვილი მიიღებენ. გამოფენის კურატორია .
„თბილისი დროში“ თანამედროვე არტისტების და Steinway & Sons Georgia-ს კოლობორაციული პროექტია. გამოფენაზე მაყურებელი იხილავს ხელოვანების სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს როგორიცაა: ქანდაკება, კონცეპტუალური სკულპტურა, შერეული–მედია, ფერწერა, გრაფიკა და „ვიდეო–არტი“ .
გამოფენაზე ბრენდ – Steinway & Sons–ის ხელნაკეთი მუსიკალურ ინსტრუმენტებიც იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიცია 11 მარტს დაიხურება.