თბილისში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
თბილისში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა

ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისის სპორტის ახალი სასახლე სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. აქ პირველობისთვის 31 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა სულ 20 სხვადასხვა სინჯის მედალი მათგან 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს ჩემპიონები:-გიორგი მეხრიშვილი (ხაშური), ავთო მუკბანიანი (ლენტეხი), გაგა ბახტიძე (ზესტაფონი), ზვიად თევდორაშვილი (საგარეჯო), გოჩა ღვაჩლიანი(მესტია) გახდნენ.

შეჯიბრის ბოლო დღეს თევდორაშვილმა იგორ სუკოპაროვს მოუგო, ღვაჩლიანმა კი დამაჯერებლად მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ტარას ოსიპიუკი შედეგით 5:1 დაამარცხა.

გუნდირ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები მეორე ადგილზე გავიდნენ. ჩვენი ჭაბუკი გოგონები კი მესამე ადგილს დასჯერდნენ.

საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრები კი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო საწვრთნელ-მოსამზაადებელ შეკრებას ბაკურიანში გადიან. წლის შემაჯამებელ შეჯიბრს 8-დან 12 ნოემბრის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.