თბილისში საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „კიბერსავარჯიშო 2018“ გაიმართა
თბილისში საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „კიბერსავარჯიშო 2018“ გაიმართა

თბილისში საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „კიბერსავარჯიშო 2018“ გაიმართა.

ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ გაიმართა და მისი მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცულობას.

ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას.

პირველი CYBER-EXE საქართველო „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა.