თბილისში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
თბილისში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხზე თბილისში, სასტუმრო „რედისონში” საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“ თემაზე მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი მესამე დღეა მსჯელობს.

სიეკას” საერთაშორისო კონგრესი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

კონგრესის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ და გამოწვევებს განიხილავენ.

დაგეგმილია დელეგატების მიერ მომზადებული ნაშრომების და კვლევების პრეზენტაციაც, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ნორმებზე მომზადდა.

სიეკა” მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს.