თბილისში საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით თანამედროვე ციფრული ტენდენციები გაიმართა
თბილისში საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით თანამედროვე ციფრული ტენდენციები გაიმართა

თბილისში საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით, თანამედროვე ციფრული ტენდენციები გაიმართა.

კონფერენციას google-ისairbnb-ის, ლეგო-ს ექსპერტები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თანამედროვე ეპოქაში კომპანიებისა და ბიზნესის განვითარების ძირითად წყაროდ ციფრული ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ დაასახელეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

touch digital summit -ზე წარმოდგენილი იქნა თემატური პრეზენტაციები, მასტერკლასები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორიცაა: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და ციფრული ტენდენციები.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარება, მათ შორის, ტურიზმის განვითარება დიდ წილად დამოკიდებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

„ჩვენი ამოცანაა კონფერენციას, რომელიც უკვე მესამეჯერ ტარდება საქართველოში, მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იმით, რომ გავაშუქოთ ეს ღონისძიება და მსოფლიოს წინაშე არამარტო ჩვენი ტრადიციებით ღვინით და სხვადასხვა ტურისტული ატრაქციით წარვსდგეთ, არამედ ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენთან ვითარდება ტექნოლოგიები. ამავდროულად, მოვიწვიოთ ისეთი სპიკერები, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ კერძო სექტორს, ტურიზმის სექტორს მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების და გამოცდილების მიღებაში”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.