თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო, ვიდეო]

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაიწვა 200-250 კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

„რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა შეტყობინება, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე იწვოდა სასაწყობე ფართი. საწყობი მდებარეობს შენობის მესამე სართულზე. დაშავებული არავინ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, ამას მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.