თბილისში, სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა

16:48, 05.05.2025

თბილისში, სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა.

როგორც ცნობილია, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი