თბილისში საახალწლოდ „სანტას კომპლექსი“ მოეწყობა
თბილისში საახალწლოდ „სანტას კომპლექსი“ მოეწყობა

თბილისში, შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, „სანტას კომპლექსის“ მოწყობა იგეგმება.

თბილისის მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 258 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ორსართულიან კონსტრუქციაში მოეწყობა თოვლის ბაბუას ოთახი, სახელოსნო, კინოჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო. კომპლექსი სხვადასხვა ტიპის დეკორაციებით უნდა გაფორმდეს.

კომპლექსის ექსპლუატაცია 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით იგეგმება.