თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან – თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფი“ ინფორმაციაში.