თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ოთხ სხვადასხვა მისამართზე – მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – „კინო საქართველოდან“ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.