თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და აჭარის რეგიონში უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და აჭარის რეგიონში უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და აჭარის რეგიონში უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების საკითხი.

„რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, დისტანციური სწავლება ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია.  ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, – განაცხადა მინისტრმა.