თბილისში, რუსთაველზე საახალწლო ილუმინაცია დააზიანეს [ფოტო]

00:17, 19.12.2017

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაცია დააზიანეს.

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში დაზიანებული საახალწლო ბურთის ფოტოებს ავრცელებს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაზიანებული ილუმინაციის აღდგენაზე თბილისის მერიის თანამშრომლები უკვე მუშაობენ.

 

მსგავსი