თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„დგება ხალხის გაზაფხული“ – ამ ლოზუნგით მიმდინარე აქციას სიტყვით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მიდის. მარშის მონაწილეებს ცენტრალურ გამზირზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
საპროტესტო აქციის თარიღად ორგანიზატორებმა სიმბოლურად 31 მარტი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე შეარჩიეს.

