თბილისში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

​თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კინოთეატრ „რუსთაველთან“ ავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.