თბილისში, რუსთაველის გამზირის №37-ში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

08:01, 11.03.2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისში, მთაწმინდის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის №37-ში მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი