თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.

ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრო. კალაძემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა.

„მინდა, მივულოცო ძველით ახალი წელი სრულიად საქართველოს, დედაქალაქის მოსახლეობას. დღეს, ნინო ქათამაძის კონცერტით ვასრულებთ ჩვენს საახალწლო ღონისძიებებს და ხვალიდან დაიწყება ჯადოსნური სოფლის, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ემოციები, სიხარული, დადებითი შეგრძნება მთელი წელი გაჰყვეთ ამ ადამიანებს.

დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს კომფორტული, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა და ა.შ.“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი