თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გვიან ღამით, ლისის ტბის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა. ავტომობილში მოათავსა. სამართალდამცველებმა ბ.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა.

პოლიციამ მოპარული ნივთები ავტომანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.