თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართა
თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართა

თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართა. ეს არის ფესტივალი მუსიკოსებისა და ბენდებისთვის, მათთვის, ვინც უკრავს, მღერის და ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას.

თბილისის ქუჩის მუსიკის ფესტივალი წელს გამორჩეული ლაინაფითა და განსაკუთრებული მასშტაბებით იყო წარმოდგენილი. სპეციალურად დამონტაჟებულ ხუთ მცირე და ორ დიდ სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი და შემსრულებელი მთელი დღის განმავლობაში ენაცვლებოდა.

„იგრძენი ქუჩის გულისცემა“, – ამ სლოგანის გარშემო ფესტივალი სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს და 150-მდე მუსიკოსს აერთიანებდა, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში გადანაწილდნენ.

ქუჩის მუსიკის დღე ლიტვაში 2007 წელს ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა, ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა და ღონისძიებამ ყოველწლიური სახე მიიღო. იდეა სწრაფად გავრცელდა და ფესტივალს ბევრი სხვა ქვეყანაც შეუერთდა.

საქართველოში ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2012 წლის 19 მაისს აღინიშნა. პროექტის მიზანია, ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა.

ქუჩის მუსიკის დღე თბილისის მერიის დაფინანსებით იმართება.