თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ამოტრიალდა
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ამოტრიალდა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ამოტრიალდა.

სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტი გადაჰყავდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა.

ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კოვიდპაციენტს, რომელიც ავარიის დროს სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა, ამჟამად სამედიცინო კვლევები უტარდება.