თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ხანძარია
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ხანძარია

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირის N19-ში ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი მიტოვებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 ეკიპაჟი.

მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.