თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ 08:00 საათზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს.

საპროტესტო მარშის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

მარშის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისინი მცირე დროით შეჩერდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთანაც, სადაც ისმოდა შეძახილები: „არა ტერორს“.

ახლა მარშის მონაწილეები თავდაპირველი ლოკაციის ადგილს მსვლელობით უბრუნდებიან.