თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

21:38, 13.12.2023

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი