თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირება, მათ შორის თანამშრომლობის დამყარება და სამომავლო პარტნიორობების გეგმების განხილვაა.

ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი ლაურა კოვალიოვაიტე, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურების, სარეკლამო და სხვა სფეროების წარმომადგენელი მეწარმე ქალები ესწრებიან.