„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შემაჯამებელ კონფერენციას მართავს

20:13, 29.06.2026

თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია იმართება.

დღეს ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა ვარლამ ლიპარტელიანმა, კონფერენციაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილიც.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ათ რეგიონში გაიმართა. დასკვნითი, მე-11 კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგიონული კონფერენციების მიზანია ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეხვედრები აპრილში აჭარიდან დაიწყო.

მსგავსი