თბილისში ქალთა მარში იმართება
თბილისში ქალთა მარში იმართება

თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე იყვნენ შეკრებილი, ახლა კი მსვლელობით მიემართებიან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ჩემოდნები და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ქართული პოლიტიკიდან, ამავდროულად, საუბრობენ ემიგრაციის პრობლემაზე.

მარშში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების ქალი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა და ხმაურია.