თბილისში პოეტ ანზორ გოთუას ლექსების კრებულის „ჩემი საუნჯე“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში პოეტ ანზორ გოთუას ლექსების კრებულის „ჩემი საუნჯე“ პრეზენტაცია გაიმართა

პროფკავშირების კულტურის სახლში პოეტ ანზორ გოთუას ლექსების კრებულის „ჩემი საუნჯე“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებული პოეტის მიერ 1956 წლიდან დაწერილ რამდენიმე ათეულ ლექსს მოიცავს. ლექსები ძირითადად რელიგიურ თემატიკაზეა.

ანზორ გოთუას ლექსები სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. პოეტი სამომავლოდ კიდევ ერთი კრებულის გამოცემას გეგმავს.