თბილისში პირველი აგვისტოდან საათობრივი პარკირება ამოქმედდება
თბილისში პირველი აგვისტოდან საათობრივი პარკირება ამოქმედდება

საათობრივი პარკირება თბილისში პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღეს მიიღო.

საათობრივი პარკირება პირველ ეტაპზე კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. პარკირების გადასახადი კატეგორიებად იქნება დაყოფილი და საფასური ერთი, ორი და სამი ლარი იქნება.

ავტომობილების მფლობელებს 24 საათის განმავლობაში უფასოდ ოთხჯერ, 15 წუთიანი რეჟიმით შეეძლებათ სარგებლობა.

პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე ელექტრო ავტომობილებს. ტაქსებისთვის კი სპეციალური საპარკინგე ადგილები გამოიყოფა.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით.