თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარია [ვიდეო]

თბილისში, პეკინის 41 ნომერში ხანძარია. ცეცხლი საერთო საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10-მდე ჯგუფი მუშაობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებლის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.