თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, პარლამენტის წინ, სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველომ ერთგული მეგობარი დაკარგა. აქციის მონაწილეების თქმით, მაკკეინი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო.

„სენატორი მაკკეინი იყო მთელი ქვეყნის გულშემატკივარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ მართავდა ქვეყანას. ის იდგა ქართველი ხალხის გვერდით ნებისმიერი მთავრობის დროს, განსაკუთრებით მძიმე დღეებში. მაკკეინი მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ის იყო გულშემატკივარი ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, მათი ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის. მთელი მსოფლიო გლოვობს მის გარდაცვალებას. მან დიდი სიყვარული დათესა, ესაა ღირებულებითი პოლიტიკის შედეგი. მაკკეინი არის ცოცხალი მაგალითი, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი“, – განაცხადა ნიკა რურუამ.