თბილისში, პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

აქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გახსნა. ამ წუთებში აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ.

ამასთან, აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.