თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანში შესულმა მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.