თბილისში ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს საღამოს თბილისში, დიდუბის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი და მამაკაცი. როგორც ცნობილია, მოკლულები ცოლ-ქმარი იყვნენ, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.