თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.