თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ორი პირი დააკავეს

20:04, 15.03.2018

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. თვითმხილველების განცხადებით, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს და მასში მყოფი ორი პირი დააკავეს.

სპეცოპერაციის სხვა დეტალები და დაკავებულთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

 

მსგავსი