თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლა იყო
თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

მომხდარზე შსს-ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.